დავარაშვილი: ყველა ორსულს ვურჩევთ, აიცრან

„საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ამის საშუალება, შემოსულია „ფაიზერი“, რომელიც დაშვებულია ორსულებისთვის. ჩვენ, ყველა ჩვენს პაციენტს, ყველა ორსულს ვურჩევთ, რომ აიცრან. ამით ორსული იცავს არა მხოლოდ თავის თავს, არამედ იცავს თავის ბავშვს და შემდგომში, როცა იგი იმშობიარებს და დაიწყებს ძუძუთი კვებას, მაშინაც პატარა არის დაცული. რატომ?! იმიტომ, რომ ხდება ვაქცინის საშუალებით ანტისხეულების გამომუშავება და დამტკიცებულია, რომ გადადის ჭიპლარის სისხლით ნაყოფთან და შემდგომში, ძუძუთი კვების დროს უკვე რძით ეს ანტისხეულები აღწევს ახალშობილში. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ პასიური იმუნიზაცია ჩავატაროთ ჩვენს პატარებთან, იმიტომ რომ აცრა პატარებისთვის ჯერჯერობით არაა მიზანშეწონილი.

როცა შემოვიდა „ფაიზერის“ ვაქცინა, ყველა ორსულს, რომლებიც არიან ჩვენთან აღრიცხვაზე და ზოგადად, ვინც გვეკითხება, ყველას ვურჩევთ, რომ აიცრან. ეს აუცილებელია. ბოლო სტატისტიკის მოხედვით, მთელ მსოფლიოში უკვე აცრილია ათიათასობით ორსული. ბევრმა იმშობიარა, ბევრი ჯერ კიდევ ორსულადაა და არავითარი გართულება, არავითარი ტერადეკონული ეფექტი, რაზეც არის დაუსაბუთებელი ჭორები, არ არის დამტკიცებული. აცრილი ორსულები უკვე დაცულები არიან ამ დაავადებისგან. რა თქმა უნდა, შეიძლება, დაინფიცირდეს ვინმე, მაგრამ მიმდინარეობს ბევრად უფრო ადვილად“, – ამის შესახებ ექიმმა, დავით დავარაშვილმა განუცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პარტია საქართველოსთვის მერობის კანდიდატად გია ცეცხლაძე წარადგინა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გარდაიცვალა 30 პაციენტი