დარეჯან მეფარიშვილის სკანდალური ინტერვიუ – გეპეის ამბოხის დასასრულის დასაწყისი!

darejan-mefarishviliსკანდალური ინტერვიუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. ინტერვიუ, რომელიც თავდაყირა დააყენებს „გეპეის ამბოხს“!
„თაიმერს“ ესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი:
_ ინტერვიუ დავიწყოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გუშინ გამოქვეყნებული დასკვნით.
_ როგორც ვიცი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებით მიმართა იმ ადამიანების რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა, რომლებიც თითქმის 10 დღეა აქციას ატარებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ ადამიანთა ჯგუფმა აქციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე სასამართლოს მიმართა სარჩელით, სადაც ითხოვენ სტუ-ში ჩატარებული რექტორის არჩევნების გაუქმებას.
ვიდრე დეტალებს შევეხებოდე, აღვნიშნავ, რომ იმ ფონზე, როცა რამდენიმე დღეში დაიწყება სასამართლო პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებული განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა მართლმსაჯულებაზე და არ გამიკვირდება მოსამართლემ ამ წნეხს რომ ვერ გაუძლოს.
დარწმუნებული ვარ რექტორის მომხრე პროფესორთა ჯგუფის ერთ ნაწილს შიმშილობის აქცია რომ დაეწყო და გაეპროტესტებინა რექტორობის კანდიდატის გოდერძი ტყეშელაშვილის და მისი ჯგუფის ქმედებები, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ დადებდა დასკვნას, სადაც მიუთითებდა, რომ ეს არის მართლმსაჯულებაზე ზეწოლა! სამწუხაროა, რომ იურისტთა ერთი ნაწილისთვის სამართლიანობას, სამართალს, კანონს ორი მხარე აქვს და როგორც უნდათ ისე იყენებენ თავის მდგომარეობას. ახლა რაც ეხება დეტალებს: როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქციის მონაწილეებმა ჯერ მიმართეს სასამართლოს, შემდეგ კი დაიწყეს აქცია. როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები ვერ ჩამოყალიბდნენ სამართლებრივი გზა სჯობს ე.წ. ბრძოლისთვის თუ პროტესტი, რომელიც შანტაჟია.

oiu
_ რატომ შანტაჟი?
_ მრავალი გარემოების გამო. თუ მხარეს ეჭვი ეპარება სასამართლოს სამართლიანობაში, მას არც უნდა მიემართა მართლმსაჯულებისათვის და თუ მიმართა, კეთილი უნდა ენებათ და დალოდებოდნენ პროცესს, საბოლოო შედეგს. მაგრამ საქმე რაშია იცით? მხარემ ზუსტად იცის, რომ მათი მოთხოვნა არაკანონიერია და ამიტომ დაიწყეს საუბარი შანტაჟის ენით. არჩილ ფრანგიშვილი რექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ. არჩევნების დასრულებისთანავე არჩევნებში 16:0-ით დამარცხებულმა კანდიდატმა გოდერძი ტყეშელაშვილმა განცხადებით მიმართა სამინისტროს და არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა. სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ჩაატარა მოკვლევა და ფრანგიშვილი დაამტკიცა რექტორად. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია, მაგრამ ტყეშელაშვილი „არ დანებდა“ და სასამართლოს მიმართა. პარალელურად ტყეშელაშვილმა და მისმა გუნდმა დაიწყეს მედიის საშუალებებით შეტევა. სამწუხაროა ის, რომ ერთი ბეჭდური გამოცემის გარდა (ეს იყო „ქრონიკა+“), არც ერთმა გამოცემამ პირველ ეტაპზე ტექნიკური უნივერსიტეტის პოზიცია არ დააფიქსირა. ეს დამოკიდებულება ბეჭდური მედიის მხრიდან დღესაც გრძელდება. მასმედიამ უნივერსიტეტის პოზიციის დაფიქსირება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ ჯგუფმა შიმშილობის აქცია დაიწყო.
_ ორი „ფრონტი“ გაიხსნა ესე იგი…
_ დიახ, ერთი სამართლებრივი, მეორე შანტაჟი. ამ აქციის ორგანიზატორად გვევლინება იურისტი დავით წიქარიშვილი, რომელიც ჩემი რესპოდენტი იყო და დიდი ხანია ვიცნობ, მეტიც ჩვენ ვმეგობრობდით. დავით წიქარიშვილის ახლო ნათესავია აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფირან კობიაშვილი. აქციის ერთერთი მონაწილე ნოდარ უღრელიძე, არ მალავს, რომ ბატონ ფირანს დისერტაციის დაცვა მან ჩაუგდო.
_ მიზეზი?
_ მე არ ვიცნობ ფირან კობიაშვილს, მაგრამ როგორც ბატონი ნოდარი ამბობს, ფირან კობიაშვილს არ აქვს იმ დონის განათლება, რომელსაც დისერტაცია უნდა დაეცვა და საერთოდ, ისეთი დისერტაცია ჰქონდა,რომ მისი დაცვა სამარცხვინო იყო. ეს ბატონმა ნოდარმა არაერთგზის განაცხადა. საბოლოო ჯამში კობიაშვილმა დაიცვა დისერტაცია.
_ როგორ?
_ უღრელიძე ამბობს (ეთიკის კომისიის სხდომაზე განაცხადა, რისი ჩანაწერიც არსებობს) რომ კობიაშვილმა უნივერსიტეტში მოიყვანა მისი ძმის მეგობრები…
_ ვინ არის მისი ძმა?
_ უღრელიძის განცხადებით იგი კუდ-ის ჩინოსანი იყო და კობიაშვილმა შანტაჟით, მუქარით დაიცვა დისერტაცია. ჩემთვის გასაკვირია, როგორ მოხდა, რომ დღეს კობიაშვილის და უღრელიძის გზები გადაიკვეთა. ახლა რაც ეხება დავით წიქარიშვილს, ორი თუ სამი წლის წინ, ზუსტი თარიღი არ მახსოვს, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა წიქარიშვილის ინტერვიუ, სადაც რბილად რომ ვთქვა ბევრი უზუსტობა იყო. გაზეთის მომდევნო ნომრისთვის ჟურნალისტმა გამოაქვეყნა არჩილ ფრანგიშვილის ინტერვიუ. წიქარიშვილს გასჩენია სურვილი პასუხის პასუხი გამოექვეყნებინა, რაზედაც ყველა გამოცემამ ბუნებრივია, უარი უთხრა, მან ჩათვალა რომ დაბლოკეს. პასუხის პასუხი იმ რედაქციაშიც მოვიდა, სადაც მეც ვაქვეყნებდი სტატიებს. გავიგე რომ წიქარიშვილმა გაზეთი არასასურველ კონტექტსტში მოიხსენია და ფეისბუქის მეშვეობით მივწერე რატომ ადანაშაულებდა რედაქციას. ამ დროს მე უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი. წიქარიშვილის და ჩემი მიმოწერიდან უმნიშვნელოვანესია ერთი წინადადება, რომელიც ასე ჟღერს: ამ ყველაფრის პულსზე მე მიდევს ხელი, არჩილი თუ ფირანს მუშაობას დააწყებინებს პროცესები გაჩერდება, თუ არადა უარესს ელოდეთ. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა მივსულიყავი რექტორთან და არჩევანის წინაშე დამეყენებინა. აქვე აღვნიშნავ, რომ ფირან კობიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტიდან უმიზეზოდ არ გაუშვიათ და ამ მიზეზის შესახებ თავად რომ ისაუბრებს, მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ მე და თქვენ. ბატონი ფირანი ასევე გაათავისუფლეს ბათუმის უნივერსიტეტიდან, მიზეზებზე თავად ისაუბროს, საინტერესოა რას იტყვის. წიქარიშვილის და ჩემი კომუნიკაცია ბოლოს შედგა შიმშილობის აქციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ბატონმა დავითმა გოდერძი ტყეშელაშვილის ფეისბუქგვერდზე ერთ-ერთ კომანტარად დაწერა დარეჯანი და მე მეგობრები ვიყავითო. მივწერე, რას ნიშნავს ვიყავით? და მან რაც მომწერა ეს იყო ჩემთვის შოკი.
_ რაო?
_ ვციტირებ: “ვიყავით”იმიტომ ვუთხარი,რომ ინფორმაცია მოდის ჩემთან,ყოველდღიური (კალაძედანაც) და არ მინდა იფიქრონ,რომ შენგან მოდის“. მე მას ვკითხე: კალაძე რომელ ფაკულტეტზეა, არ ჩანს აქციებზე. მან მიპასუხა: „მინისტრია კალაძე“. ანუ, წიქარიშვილმა მიმანიშნა რომ ამ აქციას აკონტროლებდა კალაძე, მეტიც თურმე ვიცე-პრემიერი წიქარიშვილის მოენეა. არის თუ არა ეს შანტაჟი, ამის შეფასება მოდით მკითხველს მივანდოთ. მეტიც, ნოდარ უღრელიძემ მითხრა, რომ ამ აქციის გასაღები არის მოსკოვში და ეს გასაღები მისი მეგობრის, მოსკოვის კგბ-ს თანამშრომელის მინდიას კაბინეტში დევს. იმ ეტაპზე ეს იმდენად სასაცილოდ მეჩვენა, ყურადღება არც მიმიქცევია, მაგრამ გუშინ გაირკვა ვინაა მინდია და რა აკავშირებს მას უღრელიძესთან.
_ გამოჩნდა?
_ გუშინ ბატონი უღრელიძე ჩვენს პროფესორთან, ბატონ გოგი სალუქვაძესთან ავიდა სალაპარაკოდ. ამ საუბარს მეც ვესწრებოდი და პირადად მე ვკითხე ბატონ ნოდარს, სად არის ის შენი მინდია, ხომ მითხარი რომ მის ხელშია გასაღები, ჰოდა, დაგეხმაროს და დაამთავრეთ ეს ყველაფერი. ბატონმა ნოდარმა მითხრა, რომ მინდია (გვარი ვიცი, უბრალოდ არ დავასახელებ, ბატონმა ნოდარმა თქვას) საქართველოშია და რომ ის მან რამდენიმე დღის წინ ნახა, რომ ბატონმა მინდიამ ბატონ ნოდარს 10 წიგნი ჩამოუტანა საჩუქრად. მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რაკი „ამ ყველაფრის გასაღები“ საქართველოში ჩამოვიდა, ძალიან მალე სახელმწიფო გადატრიალების ტოლფას მოვლენებს უნდა ველოდოთ.

polkiju
_ აჭარბებ, ასე შორს ექვსი ადამიანი საქმეს ვერ წაიყვანს?
_ გუშინ მეორე არხზე „ბრიფინგის დროში“ პრესკონფერენცია გამართა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. მან საუბარი უვადო პატიმრებით დაიწყო (როგორც ჩანს, პირდაპირ ტექნიკური უნივერსიტეტის ხსენება „შერცხვა“ და მართალიცაა, პიარის თვალსაზრისით წამგებიანი იქნებოდა), „შეუთვალა“ მათ, ორშაბათს მოვალო და ორი კითხვის შემდეგ მესამე-მეოთხე კითხვა უკვე უნივერსიტეტს ეხებოდა. ძალიან საინტერესო ტექსტი „ჩაახუჭუჭა“ დეპუტატმა, მან ბრალი დასდო „მავანს“ (გვარი არ თქვა) მოვლენების ასე განვითარებაში, შარშან დეკემბერში რომ ვთქვი „ვიღაც ფრანგიშვილი“ კანონს არღვევს, აი, მაშინ რომ მიექციათ ყურადღება ამ ამბისთვის ახლა ამ „საშინელების მომსწრენი არ ვიქნებოდით“-ო. მან ყურადღება გაამახვილა სამართლიანობაზე და აქციის მონაწილეები წააქეზა, პრაქტიკაში ასეა, მერე რა, რომ ცოტანი ხართ, რამდენიმე ადამიანი იწყებს და მილიონები უბამენ მხარსო. ქუცნაშვილი გამოეხმაურა უნივერსიტეტში ჩატარებულ ღონისძიებას, რა დროსაც 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი შეიკრიბა და მათ „კომკავშირული გადმონაშთი“ უწოდა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ბატონი ზაქარია 25 წლის იყო, სოციალისტური პარტიის ლიდერად რომ ჩამოყალიბდა და წითელი დროშით დარბოდა, გულზე წიტელი ვარდით, ცოტა უხერხულია მისგან მსგავსი განცხადების მოსმენა. მე ვფიქრობ რომ ეს ქუცნაშვილმა სპეციალურად განაცხადა. არჩევნები მოდის, ის ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს და 1000 პროფესორ-მასწავლებელი, ახლობლებით, მეგობრებითა და ოჯახის წევრებით საკმაოდ დიდი ძალაა. მე ვფიქრობ რომ მხოლოდ ახლობლებზე არ ქონდა გათვლა ქუცნაშვილს და მან ქვეტექსტით სტუდენტებს მიმართა. ეს ყველაფერი კი კეთდება ერთი მიზეზით – ომარ ქუცნაშვილს, საყდრისის დამანგრეველად წოდებულს, ძალიან უნდა ოპრორექტორობა და მისი შვილი, რომელიც, როგორც ამბობენ საპარლამენტო სიის გარეშე რჩება, მამას „უსუფთავებს გზას“, პარალელურად „ქართულ ოცნებას“ აჩვენებს რომ ის ჯერ კიდევ ძალას წარმოადგენს.
_ ქუცნაშვილს შეეძლო „ჩრდილში დარჩენილიყო“.
_ ქუცნაშვილმა „ხმაური“ შარშან დაიწყო, მერე გაჩუმდა. არჩევნების დროს გელა ტყეშელაშვილს ჰკითხეს რას გააკეთებდა არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტისათვის, მან უპასუხა რომ არ იცის რაა გაკეთებული (?!) და ამიტომ ვერ იტყვის რას გააკეთებს, უბრალოდ მეგობრებმა მირჩიეს მეყარა კენჭი და ამიტომ შემოვიტანე განაცხადიო, ხოლო თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა: არ მაქვს ილუზია რომ ამირჩევთ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მე სასამართლო დავა უნდა წამოვიწყო. ანუ, ტყეშელაშვილმა არ დამალა სინამდვილეში რატომ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა! სხვა „საყრდენი წერტილი“, რომელიც „ამოაყირავებს ტექნიკურ უნივერსიტეტს“, როგორც ჩანს, ქუცნაშვილმა ვერ იპოვა უნივერსიტეტში.

gepeiiiiiiiiiiiiii
_ ვიმეორებ, ეს შეეძლო ჩუმად გაეკეთებინა.
_ აკეთებდა კიდეც. ბატონმა ნოდარ უღრელიძემ მაჩვენა მის პირად ფოსტაზე ქუცნაშვილის მიმოწერა, სადაც დეპუტატი უბიძგებს პროფესორს დაიწყოს აქციები. სხვათაშორის, გუშინდელ შეხვედრაზე ბატონმა უღრელიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მზად არიან კერძო აუდიტს გადაუხადონ 50 ათასი დოლარი და უნივერსიტეტში შემოწმებაზე შემოიყვანონ და როცა, მე დასახელებული თანხის რაოდენობაზე მძაფრი რეაქცია მქონდა, მითხრა საკუთარი ბიზნესი მაქვს და მე თავად დავაფინანსებო.
_ გავიგე გუშინ ერთ-ერთ რესტორანში გაშლილ სუფრასთან ომარ ქუცნაშვილს ულოცავდნენ რექტორის მოადგილეობას.
_ ჰოო? უკვე გაინაწილეს სკამები? კობიაშვილს და მის ნათესავს რაც უნდათ კი გითხარი, ამ აქციის ერთ-ერთ ე.წ. ლიდერს, რომელიც ჩირგვებიდან მართავს მოვლენებს, აქვს სურვილი სამიდან ერთ თანამდებობაზე დანიშნონ და ის გააჩერებს მოვლენების განვითარებას.
_ ვინაა ეს?
_ გამოჩნდება მალე არენაზე და თავადაც მიხვდებით. ის აცხადებს, რომ უნდა ან საერთაშორისო სამსახურის, ან იურიდიულის ან დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობა, წინააღმდეგ აქციებს გააღვივებს. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რაც გასხვისებულ ქონებას და ყოფილ რექტორს რამაზ ხუროზე. ხუროძის და ქუცნაშვილის საერთიო ბიზნეს-ინტერესებს.
_ აქ შევწყვიტოთ ინტერვიუს ეს ნაწილი.
_ კარგით.

 

ესაუბრა ბერდია კალანდია

გაგრძელება იქნება

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უკრაინის ახალი მთავრობისგან უფრო მეტი რეფორმას ელოდება
შემდეგი სტატიაბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე უშუალოდ ტერაქტის ადგილას, ზავენტემის აეროპორტში მუშაობდა