“დაკვირვების ეტაპზე ვართ. ვცდილობთ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას…”- იან კელი სპეცოპერაციაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, თბილისში, 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება და მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს.

“გამოძიების ფედერალურ ბიუროს შესაძლებლობა ჰქონდა, საქართველოს მთავრობისთვის დახმარება გაეწია. ვფიქრობ, ჩვენ ახლა დაკვირვების ეტაპზე ვართ. ვცდილობთ, უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას იმის შესახებ, თუ რა განზრახვა ჰქონდა ამ დაჯგუფებას. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობასაც ბევრი შეკითხვა აქვს. ეს საერთაშორისო საკითხია , რომელიც ყველას ეხება. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დახმარების გაწევა შესაძლებლობის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის ორი პირის იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ მაიდენტიფიცირებლების არარსებობის გამო”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი სტრატეგია და ხედვა რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისათვის” – პრეზიდენტი