დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად აქციის უკან დგას “ნაციონალური მოძრაობა” – სარჯველაძე

ქართული ოცნების დეპუტატ, მიხეილ სარჯველაძე 3 ივლისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. სარჯველაძის თქმით, საზოგადოებამ დაინახა, რომ აქციების უკან “რეალურად ნაციონალური მოძრაობა და ის ადამიანები დგანან, ვისაც ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა”.

რაც შეეხება სახალხო მოძრაობის მოთხოვნას, სარჯველაძე პრემიერმინისტრის გადაყენებას უსაფუძვლოს უწოდებს.

“დღითიდღე ნაკლები და ნაკლები ადამიანი იქნება, ვინც თანაუგრძნობს აქციის ორგანიზატორებს. აშკარად ჩანს, რომ თავიდან გაცხადებული დებულება, თითქოს ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ამან ყოველგვარი რესურსი ამოწურა და შესაბამისად, აშკარად დაინახა საზოგადოებამ, რომ რეალურად ამის უკან დგას ნაციონალური მოძრაობა და ადამიანები, რომლებიც განწყობილი არიან წყურვილით, რომ ხელისუფლება მოიპოვონ არა არჩევნების გზით, არამედ დესტრუქციული სქემების გათამაშებით.

რაც შეეხება პრემიერის გადადგომის მოთხოვნას, ამასაც არ გააჩნია საფუძველი წინააღმდეგ შემთხვევაში იარსებებდა კონკრეტული მიზეზი, რომელზეც იტყოდნენ, რომ ამაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი ასეთი მოთხოვნის წამოყენება”, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისიმ ბათუმში ღონისძიებას – „აჭარა: ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმოხილვა“ – უმასპინძლა
შემდეგი სტატიალუგანსკის გუბერნატორი – სევეროდენეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება