“დაიცავით თქვენი ქალები, არა ჩვენი დემოკრატია”

"დაიცავით თქვენი ქალები, არა ჩვენი დემოკრატია"დღეს, პოლონეთისა და გერმანიის ფრენბურთის ნაკრებებს შორის მატჩში, რომელიც გერმანიაში გაიმართა, პოლონელმა გულშემატკივრებმა ლოზუნგი გამოფინეს: “დაიცავით თქვენი ქალები, არა ჩვენი დემოკრატია”.

ლოზუნგის ავტორები, სავარაუდოდ, გულისხმობდნენ ორი დღის წინ პოლონეთში მიღებულ მედიის კანონს, რომელმაც ევროკავშირის აღშფოთება გამოიწვია. კანონის მიხედვით, პოლონეთის მთავრობას ახსნა-განმარტებების გარეშე შეუძლია მოხსნას და დანიშნოს საზოგადოებრივი ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელები.

კანონის შესახებ ევროკავშირი 13 იანვარს იმსჯელებს. შესაძლოა პოლონეთს დოტაციები მოეხსნას ევროკავშირისგან.

banner
წინა სტატიაშიკიოლნის პოლიციამ ისლამიზაციის საწინააღმდეგო მიტინგი წყლის ჭავლით დაშალა
შემდეგი სტატიათურქეთი არ აპირებს 89 ქვეყანასთან უვზო რეჟიმი შეცვალოს