დაიცავი „რუსთავი 2“ – სტრასბურგში პერმანენტული აქციები იწყება

დაიცავი „რუსთავი2“- სტრასბურგში პერმანენტული აქციები იწყება. სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად ორი კვირის განმავლობაში ქართველი ემიგრანეტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობასთან შეიკრიბებიან.

ისინი სიტყვის თავისუფლებისა და „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ უკანონო ნაბიჯებს გააპროტესტებენ. ემიგრანტებმა სასამართლოსთან პირველი აქცია უკვე გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ “რუსთავი2” საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტია. ქართველი ემიგრანტები ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააზარალებს პროდასავლურ ტელეკომპანიას.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მხარდასაჭერად აქციაზე იმყოფება აფგან მუხთარლის მეგობარი და კოლეგა, რომელიც ამბობს, რომ ორი წლის წინ სწორედ კრიტიკული საქმიანობის გამო გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან.

banner
წინა სტატიაში,,კორუმპირებული წარსულის მქონე ეკონომიკის მინისტრის მიმართ 7 ივნისს პირდაპირი მნიშვნელობით იქნება შტურმი”
შემდეგი სტატია“იმის თავიც არ აქვთ, რომ ერთმანეთი კარგად სცემონ, ვაჟკაცურად“ – მარშანია დეპუტატებზე