“ცოტა ხანს გავაკეთოთ პაუზა, ძალიან სერიოზულ გადაცემაში ყველაფერზე ვისაუბრებ”

“დღეს საღამოს ვაპირებ, ძალიან სერიოზულ გადაცემაში მივიღო მონაწილეობა და ამ ყველაფერზე ვილაპარაკო. მინდა ყველას მივმართო, ცოტა ხანი გავაკეთოთ პატარა პაუზა, მე მექნება საშუალება, რომ საზოგადოებას ყველაფერი ვუთხრა, ჩემი პოზიცია, ამის მერე გადავიდეთ იმ რეჟიმში, რომ ამას განვიხილავ ყველაფერს და ნაკლები ემოციის ფონზე მივალთ იმ კონსენსუსამდე, რომელიც იქნება დამაკმაყოფილებელი” – თქვა კუხიანიძემ TV პირველთან სატელეფონო საუბარში.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა დამნაშავედ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წინაშე და აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს – “მე მეტს არაფერს არ გეტყვით, ეს არის ამოწურული პასუხი”. მან ასევე არ უპასუხა კითხვას, დატოვებს თუ არა საკრებულოს და ტელეფონი გათიშა.

banner
წინა სტატიაში“პატიმრების უფლებებით დღეს სპეკულირებს ხალხი, რომელსაც წლების განმავლობაში ხმა არ ამოუღია წამების, მკვლელობის არც ერთ საქმეზე”
შემდეგი სტატია“ცხვრის ქურქში გადაცმული „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს პატიმრების უფლებების დაცვას”