ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები – შაქარაშვილი

ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები – მის შესახებ საკრებულოს წევრმა ვახტანგ შაქარაშვილმა მედიას პარლამენტში განუცხადა. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვლას ცდილობს, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი ლიდერშიპი ხშირად იქადნის ხოლმე, რომ უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა ეს პროცესი. ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, ცხრათავიანი გველეშაპიც განვგმირე, სანამ აქამდე მოვიდოდი და ჯერ კიდევ ველოდები, მომცენ შესაძლებლობა და მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც 2012 წელს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამასამართლა და ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯა, რამდენიმე კითხვა დავუსვა”,- განაცხადა შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენ საქართველოს აღვიქვამთ და ვუყურებთ როგორც კარიბჭეს, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ შუა აზიის, ევროპის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბაზრებზე წვდომისთვის
შემდეგი სტატიათქვენ ფეხებზე დაიკიდეთ თქვენივე დადგენილი წესი – ბოკერია მიქაუტაძეს