ჩვენი მთავრობა მუშაობს, რომ ქართველ გლეხებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ – თურნავა რუსეთის ტურისტულ ემბარგოს ეხმაურება

ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართველ გლეხს, მეღვინეს და ტურიზმის დარგის მესვეურს მეტი არჩევანი ჰქონდეს – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ფერმერებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მთავრობის წევრები კახეთში ფერმერებს, მევენახეებს, მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და უსაფრთხო ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

დისკუსიის ძირითადი ნაწილი ფერმერების მხრიდან რუსული ბაზრის გარშემო გაჩენილ საკითხებს ეხებოდა. ადგილობრივებმა კითხვები ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსაც დაუსვეს. შეხვედრა გურჯაანში გაიმართა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ალტერნატიულ, რუსეთის ბაზრისგან დამოუკიდებელ გზებს ეძებს.

„ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ჩვენ ვერ ვიქნებით თქვენთან, ასე ვთქვათ, არაგულახდილები. იყო მცდელობა ბოლო დროს, ესეც მოვისმინეთ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან თუ მედიასაშუალებისგან, რომ შეელამაზებინათ ვითარება, რომ, თითქოს, 2-3 თვეში ჩავანაცვლებთ ჩვენ რუს ტურისტს.1 მილიონ ტურისტზეა საუბარი წლის ბოლომდე, ჩავანაცვლებთ რუსულ ბაზარს იგივე მეღვინეებისთვის და მარტივად გადავერთვებით. თუკი ვინმე მუშაობს იმ თვალსაზრისით, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, ქართველ მეღვინეს, ქართველ მეატმეს, ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს არის ჩვენი მთავრობა. 2014 წელს მოხდა ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი ჩვენსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დამარცხების შემდეგ, წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა თვალზე ხელი აიფარეს
შემდეგი სტატიასახეზე გვყავს 4 პოლიტპატიმარი – ნათელაშვილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების დაკავებაზე