„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი,” – გაერთიანებული ოპოზიცია ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2019 13:09

„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი,” – გაერთიანებული ოპოზიცია ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება

„თვალ-ყურს ვადევნებთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, რომელიც ზვიად კუპრავას მიმართებაში აწარმოეს,“- ასე გამოეხმაურნენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ზვიად კუპრავას დაკავებას.

ოპოზიციის წევრები კუპრავას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.

მურთაზ ზოდელავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კუპრავას დაკავებას ელოდნენ, რადგან ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით არის დაკავებული.

„ის არის ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი, ვიცოდით, რტომ მას დასჯიდნენ, რადგან აქტიური იყო. გახარიას უწყება ივანიშვილისგან ეს დავალება მიიღეს, მათ ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ გაენეიტრალებინათ და მოეთავსებინათ ციხეში,“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

ოპოზიციის წევრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპოზიციის აქტივისტების მიმართებით აქვს შემუშავებული ე.წ. ორი ბრალის მექანიზმი, რა დროსაც პირველი ბრალის დროს გირაოს შეფარდება ხდება, მეორე ბრალის შემთხვევაში კი გირაოს პატიმრობით ჩანაცვლება. მურთაზ ზოდელავ გიორგი გახარიას მიმმართ, რომ არავის ეშინია მისი.

„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი. შიში თქვენ გეტყობათ,“ – განაცხადა ზოდელავამ.

საგანგებო ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა, თინათინ ბოკუჩავამაც ისაუბრა. მისი თქმით, ინფორმაციას მიაწვდიან სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

„ივანიშვილის ხელისუფლებას ძალაინ მაღალი ფასის გადახდა მოუწევს იმაში, რომ მათ დააკანონეს პოლიტიკური პოლიცია და შერჩევითი სამართალი ჩვენს ქვეყანაში,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2019 13:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,232
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics