ჩხოროწყუში 20 ჰექტარ ფართობს ცეცხლი უკიდია

ჩხოროწყუში,სოფელ მუხურის მიმდებარედ, მთის ფერდობი იწვის.ცეცხლი ეკალბარდებსა და ხე მცენარეებს მოედო. ხანძარი დაახლოებით 10-12 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

“ხანძარი ეკალ ბარდებს დღისით გაუჩნდა. ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობს ცეცხლი უკიდია.ადგილზე მობილიზებულია ჩხოროწყუ-წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამშველო ბრიგადები და ასევე ზუგდიდიდან მაშველები. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და დილიდან განახლდება 100 კაციანი სამაშველო ბრიგადების მუშაობა”- აცხადებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი.

banner
წინა სტატიაშიახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა
შემდეგი სტატიაფოცხი-ეწერის დასახლებაში კარანტინში მყოფი პირების გადმოყვანა იგეგმება?!