ჩიხლაძე – ისტორიის სახელმძღვანელოში რუსული პროპაგანდის ელემენტებია, ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტია

“ყოვლად დაუშვებელი და გაუგებარია, რატომ უნდა იყოს შეტანილი ბიძინა ივანიშვილმა რომ ბანკი “რასიისკი კრედიტი” დაარსა 1990 წელს, მით უმეტეს ბანკი, რომელიც ფულის გათეთრებაში და იარაღით ვაჭრობაში იყო გახვეული და მისი თანადამფუძნებლები დაჭერილებიც კი იყვნენ ამ საკითხზე. კიდევ უფრო დაუშვებელია, რომ რუსული პროპაგანდის ელემენტებია ამ წიგნში და ეს სახელმძღვანელო რუსული ჰიბრიდული ომის ელემენტი გახდა. პირდაპირ არის ჩადებული რუსული პროპაგანდა კითხვებში, ფაქტების დამახინჯებაში, მეზობლების ამბავში – სჯობს რომ მეზობელთან იმეგობროთო, სუფთა პრორუსული და რუსული პროექტია და სამწუხაროა, რომ ავტორებიც ამას დაყვნენ და ასეთი რამ დაწერეს. იქ ჩადებულია ელემენტები ომის თარიღთან დაკავშირებით, ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით, სამეზობლო საკითხებთან დაკავშირებით, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რასაც ლავროვი და რუსული მედია ამბობს, ის გზავნილებია ამ წიგნში, რა თქმა უნდა, ეს ყოვლად დაუშვებელია და ამოსაღებია. ამ მხრივ ოპოზიციასაც ამ საკითხებზე ვინც მუშაობს, უფრო მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა, ახლა მოგვიწევს ამაზე ბრძოლა, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო ადრეც უნდა გვცოდნოდა და ნამდვილად ვიღებ ამ კრიტიკას, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია გორის ჰოსპიტალში დღეს მიხეილ სააკაშვილს მოინახულებს
შემდეგი სტატიაზუგდიდში, საკრებულოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს