ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ენმ-ის წევრები მივიდნენ

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თინა ბოკუჩავა და ზაზა ბიბილაშილი მივიდნენ.
ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით ისინი ცესკოში მივიდნენ იმ დარღვევების დასაფიქსირებლად, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება, კერძოდ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები რეგისტრატურის მაგიდასთან იმყოფებიან და არჩევნებზე მისული ამომრჩევლების იდენტიფიკაციას და აღრიცხვას აწარმოებენ, რათა შემდგომ წინასწარ შეთანხმებული ამომრჩევლები მიიყვანონ საარჩევნო უბანზე და ხმა იძულებით მიაცემინონ.

ენმ-ს წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან და მისი თავმჯდომარისგან დროულ რეაგირებას ითხოვენ

banner
წინა სტატიაშიარჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში
შემდეგი სტატია„არც ერთი სახლში, ყველა საარჩევნო უბანზე… დავამარცხოთ ფაშიზმის ნაირსახეობა“ – შალვა ნათელაშვილი