ბურჭულაძის თბილისის შტაბის უფროსი გუნდთან ერთად პარტიას ტოვებს

პაატა ბურჭულაძის პარტიის ისნის #10 საარჩევნო ოლქის აღმასრულებელი მდივანი იოსებ ხიმშიაშვილი პარტიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც პოლიტიკური მოძრაობის დატოვება გადაწყვიტა.

ხიმშიაშვილის თქმით, “აღნიშნულ პარტიის ხელმძღვანელობა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან აქტიურ კავშირშია შემჩნეულია.

მისივე განმარტებით, პარტიის ხელმძღვანელობას საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანება გააჩნია, როგორც ოფისების მეპატრონეების, ასევე პარტიაში მომუშავე პირების მიმართ.

„იმ პრობლემების ფონზე, როდესაც პარტიაში არ არის არანაირი ფინანსური რესურსი და ბოლო ორი თვის განმავლობაში ხელფასები არ გაცემულა, პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძე თავს უფლებას აძლევს, საზღვარგარეთ მიემგზავრება და ფეშენებელურ სასტუმროში საზაფხულო დასვენებას იწყობს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მე და ჩემი თანაგუნდელები “ნაციონალურ მოძრაობის” წევრებთან კავშირს და პაატა ბურჭულაძის მხრიდან, თავისი პარტიის წევრების მიმართ უპასუხისმგებლო, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ვემიჯნებით, რის გამოც აღნიშნულ პარტიას ვტოვებთ “, – აცხადებს იოსებ ხიმშიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგონიოში ორი სამხედროს ძებნის ოპერაციას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი გაეცნობიან
შემდეგი სტატიაგონიოს სანაპიროზე ზღვაში დაკარგული ორი სამხედროს ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან