ბოკერია: ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს არ გამაჩნია

საპარლამენტო არჩევნების მერე ფორმალურადაც და რეალურადაც, ყოველთვის, ყველა დემოკრატიული პარტია ასეთ დისკუსიას მართავს. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ასეთი დისკუსია, ეს არ არის ორი და სამი დღის ამბავი, კარგა ხნის ამბავია, უბრალოდ, რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟონა, ჩემი აზრით, არაზუსტი ფორმით, ამ ამბავმა. არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია საერთოდ. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილია ასევე, პერსონალური გადაწყვეტილებებიც.

არცერთი გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე მიღებული, არ არის საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის მედიას, ექნება ეს ინფორმაცია-აცხადებს გიგა ბოკერია

banner
წინა სტატიაშისაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – ქართველი მეზღვაურები ომანიდან საქართველოში უახლოეს მომავალში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან
შემდეგი სტატიაამერიკელი სენატორების უმრავლესობა მოუწოდებს ბაიდენს მიიღოს ზომები თურქეთში არსებულ ადამიანის უფლებებთან მიმართებაში