ბოკერია – მშვიდობიანი, მაგრამ მძლავრი და საერთაშორისო წნეხი არის ჩვენი ინსტრუნმენტი

“მძლავრი პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ მძლავრი და საერთაშორისო წნეხი არის ჩვენი ინსტრუნმენტი” – ამბობს ევროპული საქართველის ლიდერი, გიგა ბოკერია ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.

გიგა ბოკერიას თქმით, მთავარ მოთხოვნად რჩება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ამ ამოცანის მისაღწევად კი აუცილებელია ორი კომპონენტი: სამოქალაქო სექტორის მზაობა და საერთაშორისო მხარდაჭერა.

“ამ ამოცანის მიღწევა, იმ უტიფრობის ფონზე, რასაც ხვედავთ მათი მხრიდან, იმ რაღაცა დეკლარაციის ფონზე- “აი არც განვიხილავთ” და პარალელური რეპრესიების ფონზე, რაც ბოლოს იყო მელიას სამარცხვინო, უტიფარი, კატასტროფული ფორმით დაკავება, იქამდე 8 მარტის შეთანხმების დარღვევა, რურუას ციხეში დატოვება, არჩევნების მოპარვა აკრძალული ილეთებით. აუცილებელი კომპონენტი არის ორი რამ ამ ამოცანის მისაღწევად ასეთი ხელისუფლების დროს. ერთი საზოგადოების მზარდი პროტესტი, მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე, მზარდი, განგრძობითი და თუ საჭირო იქნევა ყოვლისმომცველი. მეორე, თავისუფალი საყაროს მკაფიო წნეხი ქართული საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით”. – ამბობს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერია შეეხო გუშინდელ ქართული ოცნების სხდომასაც და თქვა, რომ ეს ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან ემსახურება საზოგადოებისა და საერთაშორისო აუდიტორიის დაბნევას,.

“არ არიან საკმარისად შეშფოთებული, უფრო სწორად, ის ადამიანი შუშის შენობის სასახლიდან არ არის, როგორც ჩანს, ჯერ შეშფოთებული. იმიტომ, რომ ეს იაფფასიანი პიარი, რაზეც პრინციპულად უარი თქვა ნიკა მელიამ და სწორად, მორალურადაც და პრაგმატულად. ეხლა შემოტრიალება და გადმოგდება უკან არის იაფფასიანი, უნიჭო მცდელობა დაბნევის საზოგადოების ნაწილის აქ, ან საერთაშორისო აუდიტორიის, თითქოს რაღაც ნაბიჯი გადავდგით”.- ამბობს გიგა ბოკერია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიემიგრანტებმა იტალიის ქალაქ ბარში ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია გამართეს
შემდეგი სტატიახაზარაძე – პროკურატურამ რაც გააკეთა ნიკა მელიას საქმეზე, არის სამართლებრივი ნონსენსი