ბოკერია კობახიძეზე: ამბობს, რომ მუქარა და ფული მათი მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკურ ბრძოლაში

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე მიუთითებს, რომ ფული და მუქარა პოლიტიკურ ბრძოლაში მათთვის მთავარი ინსტრუმენტია.

“ამ სამარცხვინო პოლიტიკური კლოუნის განცხადება ივანიშვილის გარემოცვიდან მიუთითებს იმაზე, თუ როგორი რთულია მათი ვითარება დღეს, როდესაც არიან ბოლომდე იზოლირებულები პოლიტიკურად თუ მორალურად მთელი საზოგადოებისაგან, მისი უდიდესი ნაწილისაგან. ამას ადასტურებს, თუ როგორ უტიფრად გვეუბნება რომ ფული, მუქარა ან ფულის გამოყენება როგორი მთავარი ინსტრუმენტია ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის პოლიტიკურ ბრძოლაში.

[…] ვერ ხედავენ ვითარებას, თუ ჰგონიათ, რომ ევროპული საქართველოსთვის ეს მუქარა რამენაირად შეცვლის პოზიციას ამ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით. ეს თავისთავად დიაგნოზის ნაწილი არის ქართული ოცნების, ივანიშვილის და მისი გარემოცვის.” – ამბობს ბოკერია.

banner
წინა სტატიაში“დაფინანსების ნაწილი არ ეხება პარლამენტში შესვლა-არ შესვლას”
შემდეგი სტატიასაპატრულო პოლიცია კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედი წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს