ბიუროს სხდომაზე გაირკვევა როდის განიხილავენ დეპუტატები სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდება როდის განიხილავენ პლენარულ სხდომაზე სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

პროექტის მიხედვით, 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემა არ გაუქმდება, თუმცა შეიცვლება საარჩევნო ოლქების საზღვრები. ცვლილებების მიხედვით, ისევ 73 საარჩევნო ოლქი დარჩება, თუმცა მათი საზღვრები ახლებურად გადანაწილდება.

მაღალმთიანი ოლქების უმეტესობა ერთიანდება, თვითმმართველი ქალაქები კი რამდენიმე ნაწილად დაიყოფა. თბილისს 2016 წლის არჩევნებზე 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარი ეყოლება.

“ინიცირებული კანონპროექტი უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვანს, რაც არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – ყველა მოქალაქეს ანიჭებს თანასწორ უფლებას, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში,“ – განმარტა გია ჟორჟოლიანმა.

ოპოზიცია კანონპროექტს მხარს არ უჭერს და მას აბსურდს უწოდებს.

„ისინი არ ასრულებენ არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციას შეესაბამება,“ – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საკრებულო არ ახორციელებს საკმარის ზედამხედველობას მერიის საქმიანობაზე”
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო