ბითაძე : დედაქალაქის მერიის ინიციატივა ავტოფარეხების იძულებით ჩამორთმევას ან კომპენსაციას არ გულისხმობს

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ დედაქალაქის მერიის ინიციატივა ავტოფარეხების იძულებით ჩამორთმევას ან კომპენსაციას არ გულისხმობს. მისივე თქმით, ავტოფარეხები ვიზუალურად და ფუნქციურად ამორტიზებულია და გადაქცეულია სათავსოდ, ხოლო ავტომობილები გარეთ არის დაყენებული.
„ავტოფარეხმა დაკარგა თავისი ფუნქცია. ჩვენი მოწოდებაა, რომ მოსახლეობა გამგეობებთან ერთად აქტიურად ჩაერთოს დაგეგმვაში. აქ არ არის საუბარი ავტოფარეხის იძულებით ჩამორთმევაზე, აქ არის ერთობლივი თანამონაწილეობის იდეა, რომელიც წარმატებულად განხორციელდა ბევრ სახელმწიფოში. იგივე შეიძლება გაკეთდეს თბილისშიც. ავტოფარეხების ნებაყოფლობით დათმობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფს ამ ტერიტორიების მოწყობას და მოწესრიგებას. არც კომპენსაციაზე, არც იძულებით ჩამორთმევაზე საუბარი არ არის. თუ ერთმა დათმო ავტოფარეხი და მეორემ არა, ასე არ გამოდის”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამა ალექსანდრე გალდავა – შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის, არ ვთვლით წინასწარმეტყველად, მაგრამ მუსულმანებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მთავრობას მოუწოდებს, საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები სრულწლოვანების შემდეგ სათანადო მომსახურებით უზრუნველყოს