ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურება, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია

„ერთიანი საქართველოს“ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, 11 დეკემბერს ოპოზიცია შეიკრიბება და სამ დოკუმენტს მოაწერს ხელს. პირველი ეს იქნება 60 დეპუტატის ხელმოწერა. მეორე პარტიის თავმჯდომარეების ხელმოწერა, რომლებიც საკუთარ პარტიულ სიებს ჩახსნიან და მესამე დოკუმენტი, რომელსაც ხელს სრულიად ოპოზიცა მოაწერს.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ვიმსჯელეთ დღეს არსებულ ვითარებაზე. ცხადია, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ის ფაქტი, რომ 11 დეკემბერს, მაშინ როდესაც ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბება, სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ყველა, შეიკრიბება და გაკეთდება კიდევ ერთხელ საჯაროდ არამხოლოდ განცხადება, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი. ეს იქნება ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატები, რომლებიც დღეს არიან არჩეულები, აცხადებენ რომ ისინი არ შედიან პარლამენტში და უარს აცხადებენ დეპუტატის სტატუსზე. ამასთან პარტიის თავმჯდომარეები ჩახსნიან სიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ის, რაც დაიმსახურება, თუმცა, საქართველომ მიიღო ის, რაც არ დაუმსახურებია. იმიტომ რომ ჩვენ, მთელი საქართველო იმისთვის არ ვიბრძოდით რომ, დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე, მიგვეღო ერთპარტიული პარლამენტი. ჩვენ კობახიძის პირით სრულიად ოპოზიციას და მედიას გამოგვიცხადეს ომი. რაც არ უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველო 21-ე საუკუნეში არ მოითმენს ერთპარიტულ პარტლამენტს და ეს პროცესი, ძალიან მალე, 2021 წელს დამთავრდება ხელახალი ვადამდელი არჩევნებით და დამთავრდება საქართველს გამარჯვებით, რაც ნიშნავს დღევანდელი ოლიგარქიული და ერთმმართველური ხელისუფლების დასრულებას საქართველოში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, კამათი ოპოზიციაში არის იმასთან დაკავშირებით თუ რა გზით არის უმჯობესი მოვიპოვოთ ხელახალი ან ვადამდელი არჩევნები.

“კამათი იმასთან დაკავშირებით რომ არჩენები გაყალბდა და ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, არ არის. მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო , რომ ელისაშვილი გონს მოეგება და არ გადადგმას იმ ნაბიჯს, რომელზეც დღეს ისაუბრა. თუ რომელიმე კოლეგას ნერვები უმტყუნებს და გაიყიდება, მერე ვისაუბრობთ. ახლა არა. და კიდევ ერთი, უკვე მესამედ ოპოზიციურ და სამთავრობო მოლაპარაკებებს მედიატორების მეშვეობით, სილა გააწნა “ქართულმა ოცნებამ”. პირველად როცა ცესკომ შემაჯამებელი ოქმი გამოსცა, მეორედ მეორე ტურებთან დაკავშირებით და მესამედ ახლა, როცა მოლაპარაკების წინ პრაქტიკულად ომი გამოგვიცხადა”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ – მინდა, მაგალითი ვიყო ყველასთვის და ისრაელში პირველი ადამიანი ვიქნები, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს
შემდეგი სტატიაუგულავა – ბოიკოტი გრძელდება! დარწმუნებული ვარ, 11 დეკემბერს და მერეც, მაინც მარტო მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ჯდომა