ბიძინა ივანიშვილი : ქონების დაცვის კუთხით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შედის

ქონების დაცვის კუთხით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შედის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ახალციხეში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანის უფლებები ქონების დაცვასთან დაკავშირებით, მკვეთრად გაუმჯობესდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, საკუთრების დაცვის რეიტინგში 131-ე ადგილს ვიკავებდით. გახსოვთ, მთელი ბიზნესი კონტროლდებოდა. მთავარი პროკურორი აკეთებდა მონიტორინგს, 5 ათას დოლარიანი გადარიცხვაც კი კონტროლდებოდა და რეალურად, საქართველოში ბიზნესი იყო მთლიანად დათრგუნული”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის – “აიეფსის” კვლევის თანახმად, საქართველოში კორუფცია თითქმის ნულოვან დონეზეა.

“საოცარი შედეგი მივიღეთ, საქართველოში ელიტარული კორუფცია ყვაოდა, ერთი ჯგუფი აკონტროლებდა ბიზნესს და მთელი ქონების გადანაწილებაც ხდებოდა ერთი ჯგუფის მიერ, რამდენი ბიზნესი დაარბიეს, რამდენი ჩაყარეს ციხეში, რამდენს წაართვეს, როგორ ართმევდნენ ქონებას, როგორ აკეთებდნენ ჩუქებებს ღამის ორ საათზე და ღამის სამ საათზე, როგორ ახერხებდნენ ამას ყველაფერს, კონტროლდებოდა ბიზნესი და ქონებასაც ინაწილებდნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი : ,,თუ მესამე გზას ავირჩევთ ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ხვედრი”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ”მაესტრომ” მოახერხა თავის დახსნა, ”კავკასია” კეკლუცობს”