ბიძინა ივანიშვილი: არასდროს გამიგია მაღრაძისგან, რომ სასამართლოში ერკვევა საერთოდ

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის დავით მაღრაძის კრიტიკული განცხადებები მოულოდნელი იყო.

ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა და აღნიშნა, რომ რამდენჯერმე გადაამოწმა განცხადების ნამდვილობა, რადგან ამ ფაქტის დაჯერება გაუჭირდა.

ივანიშვილმა თქვა, რომ მისთვის უცნობია, რატომ გააკეთა ასეთი განცხადებები დავით მაღრაძემ.

„მაღრაძეს იგივე პრობლემები აქვს, რაც თანაგუნდელებზე ვთქვი. ძირითადად ისევ სასამართლოს მოიშველიებს მაღრაძე და იგივეს იმეორებს, რასაც ის ოთხეული, რომელიც ჩვენი გუნდიდან გავიდა. მასაც, ისევე როგორც ამ ოთხეულს სასამართლოს თემა ვერაფრით გამოადგება მიზეზად. არასდროს გამიგია მაღრაძისგან, რომ სასამართლოში ერკვევა საერთოდ, ესენი დეპუტატები მაინც იყვნენ. კონსტიტუციას ხმა მისცეს, შიგნით იყვნენ და პრობლემაა. მე რაც ვთქვი თანაგუნდელებზე, იგივე ეკუთვნის მასაც – ეს მოგონილი პრობლემაა“, – თქვა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი” რატომ შეუერთდა ამ ჯგუფს ზვიად კვაჭანტირაძე
შემდეგი სტატიაივანიშვილი: გირგვლიანის საქმეში შავგულიძე იყო თამაშის მონაწილე