”ბესელიას სადაც ახსენებენ, წინ გათახსირებული წერია” – ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაიბარეს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ბრალდებებთან დაკავშირებით, დღეს პროკურატურაში საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ელისაშვილია დაბარებული.

ელისაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:

„ეკა ბესელია ყოველგვარი ბინძური ხერხებით ცდილობს მე რაღაც ჩრდილი მომაყენოს. ციხეში გამოკეტილ ადამიანს, რომელიც აშკარად ვერაფერში ვერ ერკვევა, მას აწერინებ წერილს და იმ წერილს აფრიალებ, როგორც მტკიცებულებას, ეს არის ძალიან ცუდი მეთოდებით ბრძოლა. ათობით წერილი შემომდიოდა, რომ ბესელია კორუმპირებულია. საკრებულოშიც მომივიდა წერილი, ბესელიას სადაც ახსენებენ, წინ აუცილებლად გათახსირებული წერია, ამის გამოქვეყნება არ შეიძლება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილს შეწყალების გახმაურებულ საქმეებზეც დაკითხავენ. როგორც ცნობილია ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს შეწყალების სანაცვლოდ პატიმრისაგან თანხის მოთხოვნაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ნადია სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება
შემდეგი სტატიაინგა გრიგოლია: ფარულ ჩანაწერებში, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა