ბელორუსიას უკრაინის საზღვარზე 6000-მდე ჯარისკაცი ჰყავს

“ბელორუსის არმიას რუსეთის მონაწილეობის გარეშე დამოუკიდებელი შეტევა არ შეუძლია, მაგრამ კრემლი მას რეზერვში ინახავს,- ამის შესახებ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელორუსის არმიას ახლა მხოლოდ შვიდი ბატალიონი უჭირავს, რომლებიც როტაციის საფუძველზე განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან. ხოლო დამრტყმელი ძალების განლაგებისთვის საჭირო დრო 3-4 კვირაა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ახლა რუსეთის ფედერაციის სპეციალური დანიშნულების ცალკეული ქვედანაყოფები ბელორუსის სპეცოპერაციების ძალების განყოფილებებთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე ერთობლივ წვრთნებს ატარებენ.წვრთნები მთელი სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს.

მსგავსი სასწავლო პროგრამა ბელორუსისა და რუსეთის ჯარების ყველა წინა ერთობლივი წვრთნების დროსაც დაფიქსირდა. ამიტომ მთავარი საფრთხე ახლა დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ქმედებებშია, -აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G7 ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე
შემდეგი სტატიაუკრაინის პირველი ლედი: მე ვარ იქ, სადაც მინდა და ვარ იქ სადაც უნდა ვიყო