ბაღებში სინამდვილეში ულუფა გაზრდილი არაა!?

ბარებში შეტანილი პროდუქტების ირგვლივ აჟიოტაჟი ისევ არ ცხრება. ერთ მხრივ, სოციალურ ქსელსი აქვეყნებენ მენიუს, კომენტარებით – ასეთი კვება ბევრს შეშურდება, მეორე მხრივ კი მერია საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო გვიმტკიცებს რომ ყველაფერი კარგადაა.

რაც მთავარია, თურმე ამ თემის წამოწევა შავი პიარის ნაწილია. ე.ი. გამოდის რომ თურმე მხოლოდ თბილ სავარძლებში მოკალათებულ, ძალიან მაღალ ხელფასზე მომუშავეთ ადარდებთ მხოლოდ საქართველოს მომავალი, სხვებს, ყველას ეს თემა „საჯილდაო ქვა“ გვგონია.

კარგით, რაკი ასეა, მოგახსენებთ:

რამდენიმე დღეა საუბარია მენიუში ხორც-პროდუქტების მატებაზე. რეალურად,  თუ შევადარებთ ძველ და ახალ მენიუს ხორცპროდუქტების ნორმები არ გაზრდილა, პირიქით,  შემცირებულია. წინა შემოდგომა-ზამთრის მენიუ იყო სამი კვირის, რომელშიც საქონლის ხორცის ნორმა იყო პირველ მენიუში 180 გრამი მეორე მენიუში 200 გრამი და მესამე მენიუში 180 გრამი საშუალოდ  (180+200+180) / 3=186,67 გრამი კვირაში, ქათამი სამივე კვირაში იყო 200-200 გრამი.

ახალი შემოდგომა-ზამთრის მენიუს მიხედვით, რომელიც არის ორ კვირიანი, საქონლის ხორცის ნორმაა 220გრამი, ორივე კვირის მენიუში და შესაბამისად საქონლის ხორცის ნორმა გაზრდილია 33,33 გრამით (220-186,67=33,33). სამაგრიეროდ, ქათმის ხორცის ნორმა ორივე კვირის მენიუში არის 133 გრამი, შესაბამისად, ქათმის ხორცის ნორმა შემცირებულია 67 გრამით (200-133=67), ანუ 2-ჯერ მეტით, ვიდრე გაზრდილია საქონლის ხორცის ნორმა.

საბოლოო ჯამში, ე.ი. ხორც-პროდუქტების ნორმა შემცირებულია და არაა გაზრდილი, რაზეც აპელირებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახაბერ გვანცალაძე. თევზთან მიმართებაში კი ულუფა სულ რაღაც 8 გრამით არის გაზრდილი.

„თაიმერმა“ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ფოტოები რომელზედაც ასახული იყო ბაღებში შეტანილი თევზი. თევზზე ჩატარდა კვლევა (სტატიას თან ერთვის) სადაც წერია, რომ შემოწმებულ იქნა „ღურკანა“.  ,,ღურკანა“ არის ორაგულისებრთა ოჯახის თევზი, მაგრამ არაა ორაგული, შესაბამისად ორაგულის ღირებულება თითქმის 3 ჯერ მეტია „ღურკანას“  ღირებულებაზე.

ცოტა ხნის წინ, უშედეგოდ დამთავრებული ტენდერით და ასევე მიმდინარე გადაუდებელი ერთთვიანი ხელშეკრულებით,მომწოდებელს ბაღებისთვის უნდა მიეწოდებინა თევზის ფილე (ორაგული) (სტატიას თან ერთვის შესაბამისი დანართი), განსხვავებით 2018 წლის 24 იანვარს  გამოცხადებული ტენდერისა, სადაც უკვე მითითებულია თევზის ფილე (ოკეანის ან ზღვის, ორაგულისებრთა ოჯახიდან)  (იხ. დანართი).

ბატონ გვანცელაძეს განმარტებისთვის, ზედნადებში დაწერილი ორაგული არ ნიშნავს, რომ მართლა ორაგულია შესული ბაღებში, საგამოცდო ლაბორატორიის ოქმიდან ირკვევა, რომ ეს არის ,,ღურკანა“ (გაყინული). იქნებ ამაზეც გააკეთოს განმარტება ბატონმა გვანცელაძემ, არის თუ არა ეს ხელშეკრულების დარღვევა და შეუსაბამობა ბაგა-ბაღებში შეტანილ პროდუქტსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას შორის.

დაბოლოს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სააგენტოს მონიტორინგმა დაიწყო შემოწმებები და აღმოაჩინა გარკვეული დარღვევები, მათ შორის არის თუ არა თევზის შეუსაბამობა დაფიქსირებული ჩვენთვის არ არის ცნობილი (არადა დარღვევა აშკარაა).

სტატიას ვასრულებთ ფეისბუქში გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატუსით: „გილოცავთ 24.01.2018 00:08 და 00:10 გამოაცხადა მერიამ ტენდერი ბაგა – ბაღების კვებით მომსახახურების შესყიდვაზე.უარყოფითად დამთავრებული ტენდერებიდან განსხვავებული პირობებით და რაც მთავარია ფასით. ყოჩაღ! ‼️ბევრს გვიმტკიცებდა ქალაქის მთავრობა ბავშვების ხარჯზე ბიუჯეტის ეკონომია არ კეთდებაო, აი ფაქტიც . წინა შესყიდვა გამოაცხადეს 3,65 და ახალი 3,28 . ვინ დათვალა? საიდან მოიტანეს? ვერ გაიგეთ ხალხო რომ ამ ფასად დღეს მომქმედი კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს ხარისხიანად და სრულყოფილად ?! ან ჩვენ ვერ გავიგეთ ალბათ ამ 2 კვირაში პროდუქტის ფასები შემცირებულა. 🙂 მართლაც სირცხვილია , ან საერთოდ შიმშლისთვის იმეტებთ ბავშვებს 🤦‍♀️ან კიდევ არ გსურთ რომ მშობლებმა ბაღებში ატარონ ბავშვები .
P.S პირობებიც შეცვალეს ,უფრო გაუადვილეს მონაწილეობის მიღება კომპანიებს , ვინც წინაზე ვერ აკმაყოფილებდა ერთს ბრუნვა დაუწიეს , მეორეს სერთიფიკატი დაუმატეს .ამ ქვეყანაში სამართალი აღარ არის..‼️ ტენდერის ესე მორგება სამართალდამცავებს არ აინტერესებთ ??
ბატონო კახა,  ეს ყველაფერი იცით? თუ თქვენს გარეშე წყდება ჩვენი შვილების ბედი მერიაში 🙄 ხომ არ დაგავიწყდათ თვენ ვინ აგირჩიათ ?

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – მშობლებს არ მივცემთ უფლებას, ბავშვები ავარიულ ბაღში ატარონ
შემდეგი სტატია„ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს