ბადრი ჯაფარიძე – პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ის ხელისუფლება, რომელიც არ მოსწონს საზოგადოებას

ოპოზიციამ უნდა შეცვალოს ხელისუფლება, რათა დაიბრუნოს საზოგადოების ნდობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პოლიტიკური პარტიის მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი შემცირებულია.

ჯაფარიძის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულება განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმით, რომელიც არის ძალიან მძიმე.

„როგორც ნახეთ, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი ამბობს, რომ საქართველო არ არის დამოკრატიული სახელმწიფო. ბოლო წლებში მე ასეთი შეფასება არ მახსენდება. ამავდროულად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა არ მართავს ქვეყანას იმ მოლოდინების შესაბამისად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, ანუ ცუდად მართავს.

ოპოზიციისგან ელოდებიან ამ ხელისუფლების ცვლილებას, შესაბამისად, ამ ხელისუფლების მიმართ არის უკმაყოფილება იმის გამო, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს იმ ხელისუფლების ცვლილება, რომლის მიმართ არის დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში უმრავლესობის მხრიდან.

დღეისათვის პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობა გამოწვეულია იმით, რომ დღეისათვის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეცვალეს ის ხელისუფლება, რომელიც არ მოსწონს საზოგადოებას. ეს პირდაპირ არის დიაგნოზი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ დაუსვა ხელისუფლებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიცოტნე ყავლაშვილი – აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც გენერალურ აუდიტორად დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – ოთხეულმა ისე შეტოპა, რომ თავად ვერ ჩერდებიან, კარგი იქნება, ეს კვარტეტი გაჩერდეს და საქმით დაკავდეს