აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ გოგიჩაიშვილის ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის ინიციატივას კომიტეტებში განიხილავენ.

ლევან გოგიჩაიშვილმა ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს მიმართა, რათა მისი ინიციატივა კომიტეტებმა განიხილონ. გოგიჩაიშვილის განცხადებით, კომიტეტები არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს, როდესაც მის ინიციატივა არ განიხილება.

„ბატონო არჩილ, მე თქვენ მოგმართეთ ერთი კვირის წინ თხოვნით, რომ იქნებ დაავალოთ კომიტეტის თავმჯდომარეებს, საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მაქვს წარმოდგენილი, ჩაინიშნოს საკომიტეტო მოსმენები. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის კანონპროექტს და ზოგადად რეგულაციებს.

მესმის, რომ თქვენთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, არასრულწლოვნების მასობრივი ჩართულობა, ფულის გათეთრების საკითხები არ გაწუხებთ, მაგრამ მე ვითხოვ ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. თქვენ დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ მხარს, ეგ არის თქვენი საქმე. იურიდიული, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, ეკონომიკის კომიტეტი ვადით დარღვეულ ამ საკითხს როდის შეიტანს დღის წესრიგში? უკვე ვადები გავიდა, 2 დეკემბერს უნდა მომხდარიყო წამყვან კომიტეტზე პირველი მოსმენით განხილვა. თქვენ მოუწოდებთ სხვა ადამიანებს კანონის დაცვისკენ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კომიტეტები არღვევენ პარლამენტის რეგლამენტს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – სადაც არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, ის ეკუთვნის საქართველოს ეკლესიას
შემდეგი სტატია“ავიასანქციების გამო საქართველომ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო”