ავტოსაგზაო შემთხვევა მარჯვენა სანაპიროზე მოხდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ხეს შეეჯახა და ერთი ადამიანი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში“„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, ოპოზიციას ნამდვილად არაფრის მოგონება არ სჭირდება”
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – ალიევის ხელისუფლებას მოვუწოდებ , გონს მოეგოს