ავსტრალიაში ასობით პატარა გოგო გაათხოვეს

ავსტრალიაში გამოძიება დაიწყო ასობით ბავშვთა ქორწინების შესახებ, რომლებიც ექვსი-შვიდი წლის ასაკშიც გაათხოვეს -წერს news.com.au . ავსტრალიის ფედერალური პოლიცია 2017 წლიდან 171 არასრულწლოვანთა დაქორწინების საქმეს იძიებს. როგორც გამოცემა იტყობინება, მონაცემები ტელეარხმა Seven News ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შესაბამისად მიიღო. ექსპერტების თქმით, ეს რიცხოვნობა აისბერდის მწვერვალია. როგორც ბავშვთა დაცვის ცენტრის Youth Law Australia დირექტორმა თქვა, გოგონები, რომლებსაც ძალით ათხოვებდნენ, დაშინებულები არიან და მომხდარის შესახებ არაფერს ამბობენ. გარდა ამისა, მათ ეშინიათ იმისი, რომ საკუთარი საზოგადოებიდან გარიყავენ, მშობლებს კი დააპატიმრებენ. ამის გათვალისწინებით, იძულებითი ქორწინებები, შესაძლებელია, ბევრად მეტი იყოს, ვიდრე ოფიცილური მონაცემებია.

ავსტრალიური კანონებით, 18 წლამდე ასაკის ადამიანთან იძულებითი ქორწინება დანაშაულია, რომელიც 7 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გენპროკურატურამ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგადადგეს დაკავებული თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილი – ოპოზიცია განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს