ასეთ ქმედებებს, არამარტო საქართველოში, თან ახლავს ასეთი ნეგატიური შედეგიც – მათიკაშვილი

„ასეთ ქმედებებს, არამარტო საქართველოში, თან ახლავს ასეთი ნეგატიური შედეგიც” – მათიკაშვილი აქციის დარბევაზე საუბრობს. მისი თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უკვე აიღო და ეს გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში. რაც შეეხება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, მათიკაშვილი ამბობს, რომ მინისტრმა ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაარჩინა და ის არ უნდა გადადგეს.

„გიორგი გახარია არის შს მინისტრი, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა შესაბამისი ქმედებების განხორციელება და ამ ყველაფერმა ქვეყანას აარიდა იმ წარსულში დაბრუნება, რაც სურს ნაცმოძრაობას. ისინი ხელებს იფხანენ, ვერ სცილდებიან ამ იდეას, რომ ეს ქვეყანა კვლავ ჩაითრიონ იმ სისხლში, რომელსაც თვითონ ადუღებდნენ საქართველოში. ამას ვერ ეღირსებიან, რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ყველაზე დიდი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო პარლამენტის თავმჯდომარემ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ბრალეულობა არ არსებობს,“-აცხადებს მათიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშითიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG – Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები