“ასე ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა”

“ქართული ოცნების” დეპუტატმა გუგული მაღრაძემ არ უპასუხა კითხვას, რომელიც ბავშვების შიმშილობაზე Unicef-ის კვლევას და ამასთან დაკავშირებით რევაზ არველაძის განცხადებას ეხებოდა.

“ასე გზადაგზა და ქუჩა-ქუჩა არ გამიგია მე სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა” – უთხრა მაღრაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, ეთანხმება თუ არა არველაძის ნათქვამს, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენ.

“უნდა მოამზადოთ გადაცემა, უნდა მოხვიდეთ მომზადებულები, თქვენმც უნდა მოემზადოთ ჟურნალისტები და გავაკეთოთ სერიოზული გადაცემა, ერიოზულად უნდა მივეჩვიოთ საკითხების განხილვას” – მიმართა მაღრაძემ მედიას.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს დღეიდან აქვს საშუალება, ადგილზე მოხდეს კორონავირუსის გამოკვლევა და დიაგნოსტირება”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე საპარლამენტო ოპოზიციას ურჩევს, საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ