ართანაში, კოხტას მთის ციცაბო ფერდობზე ხანძრის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობას და სასმელ წყალს ცხენებით აიტანენ

ართანაში, კოხტას მთის ციცაბო ფერდობზე ცეცხლის კერის მიუდგომელ ადგილებზე ხანძრის ჩასაქრობად საჭირო აღჭურვილობას და სასმელ წყალს ცხენებით აიტანენ. როგორც ართანაში გამგებლის წარმომადგენელმა ბესო გაიპარაშვილმა განაცხადა, საპალნე ცხენები დილას გამთენიისას ბარგით დატვირთული გაიგზავნა.

„ტექნიკის ხანძართან მიახლოება გამორიცხულია, მთის ციცაბო ფერდობზე ცხენებით საჭირო ნივთებს გადავზიდავთ, ასე მოვიფიქრეთ და ადგილობრივი მოსახლეობაც გვერდში დაგვიდგა“,-განაცხადა გაიპარაშვილმა.

კახეთში ხანძრის ორ კერაზე თუშეთში, ხახაბოს მთაზე და ართანაში – კოხტას მთაზე მაშველთა დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი, ხანძრის ლოკალიზაციაზე დილიდან მუშაობს ავიაციაც.

banner
წინა სტატიაშიართანაში, კოხტას მთაზე,თუშეთში, ხახაბოს ტყეში ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე დემირელის კოლეჯის დახურვას მწვავე შეფასებას აძლევს და მას დანაშაულს უწოდებს