არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე დაიკავებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, არსებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებაში” უკვე მიღებულია.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს. მის ასარჩევად კი, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

„ქართული ოცნება“ პირველივე სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატად სწორედ ირაკლი კობახიძეს დაასახელებს.

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებს, კობახიძე “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მე-3 ნომერია.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას სავარაუდოდ ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს