არმაზ ახვლედიანი: მხარს ვუჭერ დოკუმენტს, მზად ვარ ხელმოწერისთვის

არმაზ ახვლედიანი მიშელის დოკუმენტზე

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო სიის წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ის მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.

“მე მხარს ვუჭერ დოკუმენტს. მიმაჩნია, უპირველესად პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, დაუყონებლივ და ამასთანავე ქართული ოცნების პასუხისმგებლობის ფორმატით ყველა ოპოზიციურმა ძალამ და ცალკეულმა ოპოზიციონერებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ჩემი ხელმოწერა იქნება მაშინვე, როცა მე დოკუმენტთან მივალ. მზად ვარ ხელმოწერისთვის. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ჩემთვის არის პრინციპულზე პრინციპული საკითხი, რომ ორი მძევალი ქართული ოცნების იყოს გარეთ. ეს არის ამ დოკუმენტში და ამიტომ გესაუბრებით ასე თამამად. უბრალო უნდა განხორციელდეს. ვიცი ბევრი ნათქვამი, რომელი ვერ განხორციელდა, ამიტომ სიტყვას თუ საქმე არ მოჰყვა, არაფერი არ გამოვა. ქართული ოცნების ნებაზეა დამოკიდებული, დოკუმენტი დარჩება ფარატინა ფურცელი, თუ გახდება გადარჩენის საწინდარი”, – ამბობს ახვლედიანი “საზოგადოებრივ მაუწყებელთან”.

გუშინ, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მხარეებს ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტი შესთავაზა, რომლის თანახმადაც თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება.

banner
წინა სტატიაშიაივანის ჩამონგრევის შედეგად 61 წლის ქალბატონი დაიღუპა
შემდეგი სტატიაბრიტანეთში 10 მილიონმა ადამიანმა მიიღო ორივე დოზა ვაქცინა