არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა.

შესაბამისად, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება.

„განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი
შემდეგი სტატიაSkygirls-ში მომხდარი ინციდენტის გამო 2 პირი დააკავეს