არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწევს პასუხების გაცემა

შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს.

მისი შეფასებით, ჩნდება ეჭვი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები იმიტომ ხომ არ იყო გაკეთებული, რომ ყურადღების გადატანა ამ გარემოებებიდან მომხდარიყო სწორედ მის განცხადებაზე.

“შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოხდა სარჩელის შესაძლო შეცვლა. ეს ბუნებრივია, აჩენს შეკითხვებს და ეჭვებს, ხომ არ იყო გარკვეული წინასწარი კავშირი სასამართლოსთან და ხომ არ ელოდებოდა ამ სარჩელს უკვე ვინმე წინასწარ მომზადებული სცენარით სასამართლოში. პოლიტიკური შემადგენლის მქონე სარჩელები ეწერებოდათ მხოლოდ და მხოლოდ ერთიდაიგივე მოსამართლეებს.

ბუნებრივია, ეს შეკითხვებს აჩენს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მისამართით. მე ვფქრობ, მას მოუწევს პასუხების გაცემა. ჩნდება ეჭვი, მისი განცხადებები იმიტომ ხომ არ იყო გაკეთებული, რომ ყურადღების გადატანა ამ გარემოებებიდან მომხდარიყო სწორედ მის განცხადებაზე. პროკურატურ არის დაინტერესებული, ყველა შესაბამისი უწყება არის დაინტერესებული, რომ პასუხი გაეცეს ამ შეკითხვებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშითაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრაზილიაში ზაფხულის ოლიმპიადის გახსნას დაესწრებიან