არჩილ თალაკვაძე – არგუმენტები, რის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებას, დღის წესრიგში რჩება

უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს უჭერს, რომ ამ მედიასაშუალებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტიანად გამოყენებული და მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციები დაწყებულია და როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიხე აშშ-დან დაბრუნდება, უმრავლესობა საბოლოო კონსულტაციებს გამართავს.

“თუმცა მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმას, მხარს უჭერს, რომ ამ მედიასაშუალებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იყოს ეფექტიანად გამოყენებული და მხარს უჭერს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს კიდევ უფრო სწრაფი, ეფექტური და კიდევ უფრო მეტი აუდიტორიის მქონე მედიასაშუალება, ვინაიდან მას აქვს არა მხოლოდ ის ვალდებულება, რაც ზოგადად მაუწყებლებს აქვთ, არამედ მეტი სოციალური პასუხისმგებლობაც. ამიტომ უკეთესი ტექნიკური პირობები, გადაიარაღება, უკეთესი ინფრასტრუქტურა და უკეთესი პირობები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს, ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ აღნიშნულ კანონპროექტზე გამოყენებულ ვეტოს დაძლევს, თალაკვაძემ უპასუხა: “ეს ნიშნავს, რომ არგუმენტები, რომლის გამოც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ ცვლილებას, კვლავ რჩება დღის წესრიგში”.

„ვეტოსთან მიმართებაში უმრავლესობა საბოლოო პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარის დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდება“, – აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის ბიუროს სხდომით 2018 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა
შემდეგი სტატიაკომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ წილის 100%-ის შეძენის გამოკვლევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწო