არჩილ ტატუნაშვილის მამა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს ხვდება

არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ექსპერტებს ხვდება.
ტატუნაშვილსსამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, რაც მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს უკავშრდება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში100-მდე დაზიანებაა აღწერილი. ტატუნაშვილის მამას შეკითხვები აქვს ექსპერტებთან, რატომ არ მოხვდა დასკვნაში დაზინება შუბლზე და ცხვირზე:
„რა უნდა იყოს მაშინ? თავიდან არ ეტყობოდა, მაგრამ მერე, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოიხატა. ცხვირთან დაკავშირებითაც, ცხვირი არ იყო თავისი. ფოტოზე ხომ ეტყობა, როგორი ცხვირი ჰქონდა, ცხედარი გადმოგვცეს კეხიანი ცხვირით. რუსულ დასკვნაშიც ეგრე ეწერა, ცხვირი მთელიო. როგორაა მთელი, საშინელი დალურჯებები იყო. უღმერთოდ აწამეს, რომ ვერ გატეხეს. ფოტოსურათები ვნახე, ერთი ადგილი არა აქვს მთელი,“ – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა, გიორგი ტატუნაშვილი

banner
წინა სტატიაშიმოძრაობის #ნუმომკლავ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200-მდე ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს
შემდეგი სტატიასოფელ ნაწულუკუში შუახნის მამაკაცი საკუთარი სახლის სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვეს