საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს მას ეკითხებიან.
კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მას ყოფილ პრემიერთან აქვს კომუნიკაცია.
“არავინ არ მალავს და არასდროს დაუმალავს, რომ ჩვენ ბატონ ბიძინას ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს ვეკითხებით. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ყველა ქვეყანაში ასე ხდება, დამიჯერეთ. ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობა ყველაფერზე ეკითხება აზრს ყოფილ ლიდერს, რომელიც კანონით არც უნდა ერეოდეს საქართველოს პოლიტიკურ საქმიანობაში, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს, ასევე ჩვენც, ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე აზრს ვეკითხებით ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და აქ ნონსენსი ნამდვილად არ არის. მაქვს ბატონ ბიძინასთან კომუნიკაცია თუ გინდათ, რომ ამაზე გქონდეთ პასუხი. ”- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.