“არ შემიძლია მივუთითო რაიმე კონკრეტული თარიღი”- იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის პროცესზე

მე არ შემიძლია მივუთითო კონკრეტული თარიღი ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

“თქვენ კარგად იცით, რომ ევროკომისიამ 18 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედი გეგმის ფარგლებში ყველა პუნქტი შეასრულა. ამაზე დაფუძნებით, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ ევროპარლამენტს და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება. ასე, რომ ამ პროცესში ახალი ფაზა დაიწყო. ახლა კი ყველაფერი დამოკიდებულია საბჭოსა და პარლამენტზე. ხშირად ისმება კითხვა ამ პროცესის დროებთან დაკავშირებით, თქვენ გესმით, რომ მე არ შემიძლია მივუთითო რაიმე კონკრეტული თარიღი ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან ბოლო პერიოდში ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ განცხადებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ჩვენ ბოლოს რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ნება მიბოძეთ აღვნიშნო, კომისარ მალმსტრომის ვიზიტი ერთი კვირის წინ, რა დროსაც მან ვიზალიბერალიზაციაზე ისაუბრა. თქვენ ახსენეთ ასევე ჟოზეფ დოლის სიტყვები. ასევე მე გავიგე რომ ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა სვობოდამ გააკეთა განცხადება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველა ამ განცხადებას ამ პროცესში აქვს თავისი ადგილი”, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ცენტრში სასტუმროს ერთი ნომერი მთლიანად დაიწვა
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს იწყებს