„არ მეყოფა დრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის

იუსტიციის მინისტრი: „არ მეყოფა დრო, ვისაუბრო იუსტიციის სამინისტროს როლზე, ვისაუბრო იმაზე, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისათვის“

ამის შესახებ თეა წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
„იუსტიციის სამინისტრო, ძალიან ბევრი მიმართულებით, მთლიანად მთავრობა, მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური დავალებების შესრულების წარმატებით დასრულებისთვის, რაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნა აღიარებული, და მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა ის დრო, რაც მაქვს მოცემული, რომ იუსტიციის სამინისტროს როლზე ვისაუბრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულებულიყო. თქვენ როგორც იცით, ბურთი ახლა არის ევროკავშირის მოედანზე და ველოდებით მათ პასუხს. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებული ყოფილიყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: „პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს“
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე ქართული მხარე ინტერპოლს მიმართავს