„არ მაქვს ინფორმაცია“ – სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძის ოჯახის კუთვნილ ფართში მისი საარჩევნო შტაბის განთავსებას ეხმაურება

„არ მაქვს ინფორმაცია ასეთი,“- ასეთია სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე; იცოდა თუ არა მან, რომ ფართი, რომელიც საარჩევნო შტაბისთვის იქირავა, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შვილს, ანდრია ფარცხალაძეს ეკუთვნის.

საპრეზიდენტო კანდიდატი დეტალურ განმარტებებს არც მისი საარჩევნო კამპანიის მთავარ შემომწირველზე, კომპანია „არქი ჯგუფზე“ აკეთებს.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისის დამფინანსებლები პოლიტიკური პარტიები არ არიან და ეს არის მთავარი.

„რა პრობლემაა მერე, არ არის პოლიტიკური პარტიის დაფინანსება არც ერთი ჩემი დამფინანსებელი. მაგრამ ის რომ ვინმე არის წევრი არანაირი პრობლემა არ არის,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აუდიტის სამსახურში წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მთავარი სპონსორი “არქი ჯგუფია”. სამშენებლო კომპანია “არქის” მფლობელმა და დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ, “არქი ვარკეთილის” მეწილემ და დირექტორმა დიმიტრი ადამიამ და “არქი გლდანის მეწილემ და დირექტორმა კახაბერ კობა ივანოვმა სალომე ზურაბიშვილს ჯამში 180 000 ლარი გადაურიცხეს. თითოეულმა პირმა საპრეზიდენტო კანდიდატს 60 000 ლარი შესწირა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შენობა სადაც, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბია, ოთარ ფარცხალაძის ოჯახს ეკუთვნის. აუდიტის სამსახურში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ შენობა ვარდების რევოლუციის მოედანაზე, რესტორან წინანდლის საკუთრებაშია, რომელმაც ფართი ზურაბიშვილს იჯარით გადასცა. წინანდლის მფლობელი კი კომპანია ეკო ჯგუფია, რომლის წილიც ოთარ ფარცხალაძის შვილის ანდრია ფარცხალაძის სახელზეა გაფორმებული.

banner
წინა სტატიაშიეს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი კი არაა, საკუთარ სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსებაა
შემდეგი სტატიამმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ “არქი ჯგუფის” გარდა ზურაბიშვილს კიდევ ბევრი ადამიანი დააფინანსებს