არ დავუშვებთ ტელევიზია გახდეს შავთეთრი -აქცია-პერფორმანსი აჭარის ტელევიზიასთან

ამ წუთებში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივა” აჭარის ტელევიზიასთან აქცია-პერფორმანს მართავს
აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ტელევიზია გახდეს შავ_თეთრი. მათივე თქმით, ქართული ოცნება ვერ მოახერხებს რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშოს და ამისთვის ახალგაზრდები ყველაფერს გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზე საუბრობენ ტელევიზიის ჟურნალისტებიც, რომლებმაც არ იციან რა იქნება ხვალ. პარასკევს განვითარებული მოვლენების შემდეგ, რაც ტელევიზიის დირეტქორის მოადგილეობის კანდიდატებს ჟურნალისტის სიუჟეტი შესთავაზეს განსახილველად და სხდომაც დახურეს, ტელევიზიის დირექტორი მათ არ შეხვედრია.

გიორგი კოხრეიძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკვლევას დაიწყებს, თუმცა როდის უცნობია.

ჟურნალისტი ჯენი კვანტალიანი, რომლის სიუჟეტიც განხილვაც მოაწყვეს, ჟურნალისტს ნათია ლოლაძესან ერთად, რომელსაც ამ ამბის გახმაურების გამო საყვედური უთხრეს, სამართლებრივ დავას გეგმავს

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი : თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
შემდეგი სტატიათუ ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა ოპოზიციასთან, არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება