აქციის მონაწილე მედიკოსებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მედიკოსებს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
მედიკოსების მიერ ორგანიზებული აქციის მთავარი მოთხოვნა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. აქციის მონაწილე მედიკოსებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე მედიკოსებს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რადგან მათი განცხადებით,ექიმის პროფესიას საზღვრები არ გააჩნია.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს.

 

https://youtu.be/gPE5TiUlvNI

 

 

banner
წინა სტატიაშისაია: რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება “ოცნებას”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას, საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ