აფხაზეთში ოპოზიცია „არჩევნების“ გასაჩივრებას აანონსებს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტის „არჩევნების“ მეორე ტურის შედეგებზე და მოვლენათა მოსალოდნელ განვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რაულ ხაჯიბმას „გამარჯვება“, შესაძლებლობას მისცემს რუსეთს, უფრო მეტად გაატაროს თავისი ინტერესები, ოკუპირებულ რეგიონში. რაც შეეხება „არჩევნების“ უკანონობას, ამაზე ციფრებიც ნათლად მეტყველებენ: „ხაჯიმბამ მიიღო 39 ათასამდე ხმა და ამ დროს 300 ათასზე მეტი ადამიანი არის დევნილი. ახლა წარმოიდგინეთ ამ არჩევნების ლეგიტიმურიბა. ამ დე ფაქტო არჩევნებში გაიმარჯვა საოკუპაციო რეჟიმმა და სასტიკად დამარცხდა აფხაზი ეთნოსი. აფხაზთა დამარცხება, არსებითად ქართველთა დამარცხებასაც ნიშნავს“. – აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რაულ ხაჯიმბას ეს „გამარჯვება“, გამოიწვევს ეროვნულ შუღლს აფხაზებსა და სხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის და მან თავი შეიკავა დაეკონკრეტებინა კერძოდ რომელი ერის წარმომადგენლებთან გაუმწვავდათ აფხაზებს ამ ბოლო დროს ურთიერთობა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, „რუსეთი, აფხაზების სახელით ფლობს იმ ტერიტორიას, მაგრამ ის აფხაზებს ბოლომდე მაინც არ ენდობა. ამიტომ, რუსეთს სჭირდება საიმედო დასაყრდენი და ამ შემთხვევაში მისთვის საიმედო არის ხაჯინბა და არააფხაზური მოსახლეობა, რომლის მხარდაჭერითაც მოიპოვა მან „გამარჯვება“. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს ეროვნებათა შორის შუღლს, რაც, ისევ და ისევ რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს. აფხაზები მიხვდნენ, რომ „დამოუკიდებელი“ აფხაზეთის ბატონ-პატრონები ისინი უკვე აღარ არიან“.
მისი თქმით, ე.წ. ოპოზიცია არჩევნების გასაჩივრებას აპირებს. ჯემალ გამახარაია არ გამორიცხავს, რომ სეპარატისტთა სასამართლომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა დანიშნოს, როგორც ეს რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ მოხდა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, აფხაზეთში დაიწყება გამოსვლები, რასაც მოჰყვება დესტაბილიზაცია.
ჯემალ გამახარია, სოლიდარობას უცხადებს, აფხაზ ხალხს და სრულ პასუხისმგებლობას აფხაზეთში ვითარების ესკალაციაზე რუსეთს და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს.
“ვუცხადებთ სოლიდარობას აფხაზ ხალხს. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი, ჩვენს შორის გათიშულობის დაძლევაში, შერიგებასა და კვლავ გაერთიანებაშია” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ყალბი სერტიფიკატის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაგერმანელი პენსიონერები Wacken Open Air-ზე მიდიან