აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძის განცხადება

“2008 წელს რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, როდესაც მოახდინა საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და მათი ე.წ. აღიარება. ამან მძიმე შედეგი მოუტანა, როგორც ევროპულ უსაფრთხოებას, ასევე ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, წარმოადგენს 2008 წელს საქართველოში დაწყებული, საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკის გაგრძელებას.
ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებითი ცვლილების მიუღებელ მცდელობაზე”,-ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივინ არის პასუხისმგებელი ომზე, ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, 2008 წლიდან მოყოლებული. მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, ასევე 27 ფიზიკურსა და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს