ამსტერდამის მერი კალაძეს – გთხოვთ, მიიღოთ ყველა საჭირო ზომა პრაიდის კვირეულის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის

ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომ უზრუნველყოს პრაიდის კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. წერილს, Tbilisi Pride აქვეყნებს და მასში ნათქვამია, რომ “ღირსების მარშს” დაესწრებიან ევროკავშირის მოქალაქეები, მათ შორის, ამსტერდამის პრაიდის ელჩიც.

“მე გთხოვთ, რომ მიიღოთ ყველა საჭირო ზომა, რათა ლგბტ აქტივისტებმა უსაფრთხო და დაცულ გარემოში შეძლონ პრაიდის ჩატარება. ღირსების მარშს, 5 ივლისს, ევროკავშირის სხვა მოქალაქეებთან ერთად დაესწრება ამსტერდამის პრაიდის ელჩი, Hans Verhoeven, დაველოდები მის დაბრუნებას ამსტერდამში და ვიმედოვნებ რომ ის მომიყვება როგორი წარმატებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო იყო თბილისი პრაიდში მონაწილეობა მისთვის.”,- წერს ფემკე ჰალსემა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანა და ვაქცინაციის ახალი გეგმა პრემიერის და ჯანდაცვის სისტემის დიდი წარმატებაა
შემდეგი სტატიატყიბულში შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ