ამაყობთ იმით, რასაც დევნით – ხერხეულიძის კითხვები ბურჭულაძეს

რატომ არ ესწრება თავდაცვის მინისტრი უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ჩამოსვენებას, რატომ არ კრძალავენ მათ ძმათა სასაფლაოზე და რატომ იდევნებიან “დელტას” შემქმნელები? – ამ შეკითხვებით ენმ-ს დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიმართა, რომელიც “მინისტრის საათის” ფორმატში დღეს პარლამენტში იმყოფება:

“იცით, რომ საქართველოს მოქალაქეები დაიღუპნენ უკრაინისთვის დაცვის ბრძოლაში. ამ ადამიანების ჩამოსვენების დროს, თავდაცვის სამინისტრო, ანუ თქვენ, რატომ არ ხართ წარმოდგენილი? გასაგებია, რომ არ იღებთ ბრძოლაში მონაწილეობას, მაგრამ გმირულად დაღუპული ჯარისკაცების პატივის მიგება რატომ არ არის თქვენი პასუხისმგებლობა?!
რატომ ვერ კრძალავს ქვეყანა ძმათა სასაფლაოზე ქართველ გმირებს?!
როდესაც თქვენ საუბრობთ სიამაყით “დელტაზე”, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა ქართველისთვის საამაყო ბრენდი, მაგრამ მე მაინტერესებს, იცით თუ არა, რომ მისი შემქმნელები სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და არიან ძებნილები. მე მათ ვხვდები საქართველოს ფარგლებს გარეთ ხოლმე, თქვენ თუ გაქვთ რაიმე კომუნიკაცია და თუ იცით, რა საქმესთან დაკავშირებით არიან ისინი ძებნილები?ღიმილისმომგვრელი არ არის. ღიმილისმომგვრელია მდგომარეობა ბატონო ჯუანშერ. ამაყობთ იმით, რასაც დევნით” მიმართა ხერხეულიძემ ბურჭულაძეს.

banner
წინა სტატიაშიამას ქვია “ნამდვილი მეგობრობა” ქვეყნის გარეთ და “ნამდვილი პატრიოტობა” ქვეყნის შიგნით – წილოსანი
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე: „სავალდებულო სამსახურის რეფორმებით დამთავრდება სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებული ნაკლოვანებები“