ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ ისაუბრონ დეოკუპაციაზე – ჯანელიძე ოპოზიციაზე და NGO-ებზე

რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საქართველოს პრემიერ მინისტრის წერილის პასუხად გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებები დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა. მიხეილ ჯანელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხალხს, რომლებმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ტერიტორიების ოკუპაცოა, უფლება არ აქვს ისაუბროს ამ საკითხზე:
“ოპოზიცია და მათ შორის არასამთავრობო სპექტრში ის ხალხი არის რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არ მომხდარიყო ჩევნი რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე, მათზე დამოკიდებული რესპუბლიკის მხრიდან, ამ ხალხს არანაირი უფლება არა აქვთ ისაუბრონ დღეს იმ გზებზე რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და ჩვენი სუვერენიტეტის განმტიკიცებას” განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშიტატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 % შეთანხმებულია – სესიაშვილი
შემდეგი სტატიასაინვესტიციო გარემო რეკორდულადაა გაუმჯობესებული – ჯანელიძე