„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ რადიო-გადაცემა “რაკურსის” ეთერში 2016 წლის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წელს არჩევნები არ იქნება ერთი კონკრეტული ძალის წინააღმდეგ მიმართული და მომავალ არჩევნებზე პოლიტიკურ ძალებს კონკრეტული ღირებულებების შეთავაზება მოუწევთ ამომრჩევლისთვის.
ალასანიას თმით, ღირებულებები, რასაც ისინი შესთავაზებენ ხალხს, იქნება, საშუალო ფენის გაჩენის ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის მიღწევა.

კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” შესაძლო გაერთიანება მან კატეგორიულად უარყო და თქვა, რომ მის პარტიას და კოალიციას “ღირებულებითი თანხვედრა” დაერღვათ.
მმართველ კოალიციაზე საუბრისას, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ კოალიციის მართვის პრინციპები მიუღებელია დემოკრატებისათვის, რადგანაც ივანიშვილი ქვეყანას “სააკაშვილის მეთოდებით მართავს”, “ფარულად ხსნის და ნიშნავს მინისტრებს” და სხვა.

banner
წინა სტატიაშიგზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიაბრიტანელმა სექსამდე 24 საათით ადრე ის პოლიციას უნდა შეატყობინოს